|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მუნიციპალიტეტებში კადრების პოლიტიკური ნიშნით დასაქმების დავალება მიიღეს

"ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებმა საკუთარ აქტივს პარტიაში დაგეგმილი ცვლილებები გააცნეს.  „განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საოლქო ორგანიზაციების გაძლიერების გეგმას, რომელიც შემუშავებული იქნა პარტიის ცენტრალური ოფისის მიერ და რომლის განხორცილება მიმდინარე წლის ოქტომბრიდან დაიწყება“, - ნათქვამია  პარტიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

შეხვედრაზე მყოფ რეგიონალური ორგანიზაციის წარმომადგენლებს შენიშვნები აქტივისტების უყურადღებოდ დატოვებასა და თანამდებობაზე ძველი კადრების ყოფნის გამო ჰქონდათ. ბაღდათში თანამდებობაზე "ოცნების" წევრი სანთლით საძებარია" - ამის შესახებ ქუთაისში სასტუმრო "ბაგრატი 1003" - ში გამართულ შეხვედრაზე  ბაღდათის მუნიციპალიტეტის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენელმა გია თავაძემ განაცხადა.

მისივე განცხადებით, ბაღდათში კადრების სიმცირე არაა, მიუხედავად ამისა "ოცნების" აქტივისტების დასაქმებულნი არ არიან. თავაძემ  ასევე აღნიშნა, რომ ტაქსის მძღოლები დეზინფორმაციას ავრცელებენ. "ჩამობრძანდით ბაღდათში და ნახეთ რა ხდება, ყველა თანამდებობას ყოფილი ხელისუფლების მხარდამჭერები იკავებენ, რეალურად კი "ოცნებას" კარგი კადრების პრობლემა არ აქვს. ტაქსის მძღოლები ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული კამპანიის მთავარი დამრტყმელი ძალაა, ისინი დეზინფორმაციას ავრცელებენ", – აღნიშნა გია თავაძემ.

ხელისუფლებაში პარტიის კადრების ნაკლებობაზე ისაუბრეს ხონისა და ქუთაისის ორგანიზაციის წამომადგენლებმაც.

"პრობლემების გადაჭრის გზები დასახულია. თქვენი გვერდში დგომაა საჭირო. ჩვენ ერთნი ვართ" - უპასუხეს ორგანიზაციის წარმომადგენლების შენიშვნებს.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, მინიციპალიტეტების წარმომადგენლებს დავალებული აქვთ, ოქტომბრის ბოლომდე ჩაანაცვლონ ძველი კადრები „ოცნების“ კადრებით, რის შემდეგაც აღსებული პრობლემა საბოლოოდ მოგვარდება" – აღნიშნა კობახიძემ. ამ განცხადებასაც დარბაზში აპლოდისმენტები მოჰყვა.

 

ავტორი: ანა ჯიქია

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა