ტრანსპორტის შეზღუდვამ გაჭირვებული ფენა დააზარალა - გოგი წულაია
მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვას გოგი წულაია აკრიტიკებს. ოპოზიციონერმა ხელისუფლების რეგულაციები ქუთაისის ცენტრალურ ბაზარში გააპროტესტა.
გოგი წულაიას თქმით მყიდველი ბაზარში ვეღარ მოდის და მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვამ უარყოფითად პირველ რიგში გაჭირვებული ფენის შემოსავლებზე იქონია გავლენა.
" იმის გამო, რომ "ქართულმა ოცნებამ" ვერ უზრუნველყო ტრანსპორტში რეგულაციების დაცვა, მოსახლეობას ფაქტიურად ლოქდაუნი გამოუცხადა", - აღნიშნავს წულაია.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ხელისუფლებას ტრანსპორტის შეზღუდვის მოხსნისკენ მოუწოდებს.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა





22:32
12:44
13:23
13:14
12:10
















