|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მურთაზ ზოდელავა და ირაკლი ნადირაძე დააკავეს

 რუსთაველის გამზირზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები - მურთაზ ზოდელავა და ირაკლი ნადირაძე დააკავეს.

დაკავებამდე ზოდელავამ ჟრნალისტებთან საუბრისას თქვა,  ეს იყო "მისი ჯანყი" და არ ნანობს. მისი თქმით, ეს ბრძოლა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს.

“შეიძლება ნაკლებად კრეატიულები ვიყავით, შეიძლება ნაკლებად ორგანიზებულები, მაგრამ პირდაპირ გეუბნებით, რომ დიქტატურაში პროცესების დონორს ვერ იპოვით. თუ თქვენთან დონორი მოვიდა, იმას ნიშნავს, რომ თქვენ უნდა გაყიდოთ სამშობლო, სხვანაირად რესურსს არავინ დადებს, რომ უკეთ დაორგანიზდეთ. ეს არის რჩევები მათთვის, ვინც გააგრძელებს ბრძოლას. ეს ბრძოლა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. ეძებეთ თქვენნაირი გულანთებული ხალხი, ენდეთ მათ, ვის მიმართაც შინაგანი გრძნობა გაქვთ, რომ უნდა ენდოთ, არ დანებდეთ, იბრძოლეთ!

ჩემს პასუხისმგებლობას არავის გადავაკისრებ, ჩემი პირადი ჯანყი იყო, არ ვნანობ”, - განაცხადა მურთაზ ზოდელავამ ჟურნალისტებთან საუბარში, დაკავებამდე.

ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით საპოლიციო ძალებია მობილიზებული.

სპეცრაზმი მივიდა კლინიკა ჰელსიკორშიც სადაც 4 ოქტომბრის მთავარი ორგანიზატორი პაატა ბურჭულაძე იმყოფება.

ავტორი: