მუზეუმის ყოფილი შენობა მალე ახალ ფუნქციას შეიძენს
ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე მდებარე სახელმწიფო მუზეუმის ყოფილი შენობა მალე ახალ ფუნქციას და შესაბამისად, განახლებულ იერ-სახეს შეიძენს, - ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.
აღნიშნული ინფორმაციის თანახმად, სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ, შენობაში განთავსდება მულტიფუნქციური საზოგადოებრივი სივრცე.
"ამ ეტაპზე მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები, აპრილის თვიდან დაიწყება სამშენებლო-სარეაბილიტაციო პროცესი.
მუზეუმის შენობის განახლება საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში გახდა შესაძლებელი", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.94%
გაუარესდა - 52.34%
არ შეცვლილა - 11.72%
სულ - 128 ხმა




16:26
14:17
17:28
17:19
19:31
















