გურამ საღარაძის პრემია ქუთაისელმა გიგა აბულაძემ მიიღო (ვიდეო)
თბილისში, საქართველოს მასშტაბით თეატრალური კონკურსი - "მხატვრული კითხვის ოსტატები" გაიმართა. მასში მონაწილეობას როგორც ახალგაზრდა, ასევე ასაკოვანი შემსრულებლები იღებდნენ. ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე 13 წლის, ყველაზე უფროსი კი 64 წლის იყო. კონკურსში მონაწილეობას ქუთაისელი ახალგაზრდები იღებდნენ.
ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის კავშირმა, საქართევლოს მწერალთა ეროვნულმა აკადემიამ და მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრმა გურამ საღარაძის სახელობის პირველი პრემიით ახალგაზრდა ქუთაისელი შემსრულებელი გიგა აბულაძე დააჯილდოვეს. გიგა აბულაძე კონკურსში მონაწილეობას "მარჯანიშვილელების" სახელით იღებდა. ის ქუთაისის სასკოლო ახალგაზრდული თეატრის "მარჯანიშვილელების" დასის მსახიობია.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





11:02
16:29
16:27
13:32
13:09
















