|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მზად ვარ 2 წლით დავიკავო პრემიერ-მინისტრის თანამდებობა - მიხეილ სააკაშვილი

მზად ვარ 2 წლით დავიკავო პრემიერ-მინისტრის პოსტი. ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავის ვიდეომიმართვაში განაცხადა. 

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მან და მისმა გუნდმა იცის,  თუ როგორ გამოიყვანონ ქვეყანა კრიზისიდან. მისივე თქმით, 31 ოქტომბერი უბრალო არჩევნები არ არის და ამ დღეს ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხი წყდება. 

"31 ოქტომბერს არ არის ჩვეულებრივი არჩევნები - ეს არის არჩევნები იმისა, ვიქნებით მუდმივად თუ არა სიღარიბეში, ეს არის ყოფნა-არყოფნის არჩევნები... მთავარი, რაც ჩვენ გვინდა, არის მშვიდობა და სამართლიანობა", - აცხადებს სააკაშვილი. 

მიხეილ სააკაშვილმა ასევე  იმ რეფორმებზე ისაუბრა, რომელიც ქვეყანაში უნდა განხორციელდეს. მისი თქმით, ქვეყანაში უნდა ჩამოვიდნენ უცხოელი მოსამართლეები, ასევე შსს-ს პოლიციის ფუნქცია ფორმალურად უნდა დარჩეს, ხოლო სასჯელაღსრულება უნდა გამოეყოს იუსტიციას და მისი ხელმძღვანელი პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. გარდა ამისა, სააკაშვილის თქმით, ოპოზიციის ხელში უნდა გადავიდეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელის თანამდებობა.

შეგსხენებთ, დღეს "ნაციონალურმა მოძრაობის" ქვეყნის ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პრემიერობის კანდიდატად ოფიციალურად დაასახელა. 

 

ავტორი: ნიუპრესი