|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მძარცველს თანხა „საქართველოს ბანკიდან“ გადაუხადეს და არა ქვეყნის ბიუჯეტიდან - ვახტანგ გომელაური

თანხას არ აქვს  მნიშვნელობა, ჩვენ ვერ გავწირავდით ვერცერთი ადამიანის სიცოცხლეს.   აცხადებს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ჟურნალისტებთან საუბარში.

შს მინისტრის თქმით, მძარცველს  თანხა „საქართველოს ბანკიდან“ გადაუხადეს და არა ქვეყნის ბიუჯეტიდან.  

 „43 ადამიანი გავათავისუფლეთ და არცერთი არ არის დაშავებული.  გუშინდელი დღეს მძიმე იყო ყველასთვის. ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის,  რომ არავინ დაშავებულიყო.  ასეთი იყო პრემიერ-მინისტის მითითება. თანხას არ აქვს მნიშვნელობა.  ეს ბიუჯეტის თანხა ნამდვილად არ არის, „საქართველოს ბანკის “ თანხაა,  ასე ხდება მსოფლიოში, ეს ყველამ იცის, აბა,  TBC ბანკი ხო არ გადაიხდიდა,  „საქართველოს ბანკში“ იყვნენ შესულები“,  - აცხადებს გომელაური.

მინისტრი არ აკონკრეტებს  გამოძიებისათვის მნიშვნელოვან დეტალებს. არის თუ არა ეჭვმიტანილი იდენტიფიცირებული და ყავს თუ არა მას თანამზრახველები. მისი თქმით, გამოძიება ყველა მიმართულებით მუშაობს.  

შს მინისტრმა მადლობა გადაუხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსს ავთანდილ  გალდავას. ის ასევე მადლობას უხდის  მედია საშუალებების წარმომადგენლებს.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა