მზია ამაღლობელის სოლიდარობის მიზნით ქალი პოლიტიკოსები ქალთა ციხესთან მივიდნენ
„მზია ამაღლობელი 1 წელია ციხეშია“, „თავისუფლება სინდისის პატიმრებს“, „თავისუფლება მზიას!“, „იბრძოლეთ, სანამ გვიანი არ არის“, „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“.- ამ მოწოდებებით ქალი პოლიტიკოსები რუსთავის ციხესთან შეიკრიბნენ.
„ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის დაკავებიდან ერთი წელი გავიდა.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, მარიკა არევაძისქმით, მზია ამაღლობელი უკანონო პატიმარია და სამშობლოს სიყვარულისთვის ისჯება.
„მზია ამაღლობელი პირველი ქართველი ქალი ჟურნალისტია, რომელიც რეჟიმმა უკანონო ტყვეობაში მოაქცია. ის არის უკანონო პატიმარი და სამშობლოს სიყვარულისთვის ისჯება. მისი გაუტეხლობა ბრძოლის მაგალითია და ის ამისთვის არაერთხელ არის დაჯილდოებული იმ რეპრესიების ფარგლებში, რომელიც რეჟიმის მხრიდან მის წინააღმდეგ არის განხორციელებული. დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს მზია ამაღლობელის და სხვა რეჟიმის პატიმრების გათავისუფლება და რეჟიმის მხრიდან უნდა შეწყდეს ეს ტერორი“, - განაცხადა მარიკა არევაძემ.
ცნობისთვის, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი 2025 წლის 11 იანვარს დააკავეს. მას 6 აგვისტოს, 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. კერძოდ, მას მსჯავრი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც ითვალისწინებს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ. აღნიშნული ქმედებისთვის სასჯელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა, შინაპატიმრობა 2 წლამდე ვადით და ასევე თავისუფლების აღკვეთა 2-დან 6 წლამდე ვადით.
ავტორი:





11:46
22:32
19:44
20:45
16:10
















