|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მზია ამაღლობელმა ევროკავშირის უმაღლესი ჯილდო სახაროვის პრემია მიიღო

ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, ჟურნალისტი და მედიამენეჯერი, პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელი ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდოს, სახაროვის პრემიის მფლობელია. მასთან ერთად პრემია მიიღო ბელარუსელმა ჟურნალისტმა ანდჟეი პაჩობუტმა.

სახაროვის პრემია ევროკავშირის უმაღლესი ჯილდოა ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში გაწეული საქმიანობისთვის და აღიარებს და ეხმარება იმ ადამიანებს, ჯგუფებსა და ორგანიზაციებს, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ აზრის თავისუფლების დაცვის საქმეში.

პრემია 1988 წელს დაარსდა და საბჭოთა დისიდენტის ანდრეი სახაროვის სახელს ატარებს - პრემია აღიარებს ისეთ სფეროებში გაწეულ ძალისხმევას, როგორიცაა გამოხატვის თავისუფლება, უმცირესობების უფლებები და კანონის უზენაესობა.

სახაროვის პრემიის ყველაზე გავლენიან მფლობელებს შორისაა ნელსონ მანდელა, პაკისტანელი აქტივისტი მალალა იუსაფზაი, რუსი ოპოზიციური ლიდერი ალექსეი ნავალნი. 2022 წელს პრემია გადაეცა უკრაინელ ხალხს რუსეთის აგრესიის წინაშე გაწეული წინააღმდეგობისა და ეროვნული სუვერენიტეტის დაცვისთვის. 

2025 წლის სახაროვის პრემიის ლაურეატების დაჯილდოების ცერემონია 16 დეკემბერს გაიმართება. ჯილდო 50 000 ევროს შეადგენს.

 

ავტორი:

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა