"ნაციონალების" მიერ გასხვისებული ობიექტების შესასწავლად დროებითი კომისია შეიქმნება?
"ნაციონალურ მოძრაობის" მიერ გასხვისებული ტერიტორიების საკითხის შესასწავლად ქუთაისში დროებითი სამუშაო კომისიის შექმნას ითხოვენ. აღნიშნულის შესახებ დღეს საკრებულოს "რესპუბლიკელმა" დეპუტატმა ნატო ქათამაძემ გააკეთა განცხადება. მისი თქმით, წინა ხელისფლების მიერ უკანონოდ გასხვისებული ტერიტორიების გამო პრობლემები დღევანდელ ხელისფლებას ექმნება, ამიტომ უნდა მოხდეს დროებით სამუშაო კომიიის შექმნას, რომ პრობლემები ნაწილობრივ მაინც იქნას აცილებული.
ქათამაძის თქმით, მას უკვე მიმართა რამდენიმე მოქალაქემ და ამხანაგობამ, რომლებმაც სკვერში მიმდინარე მშენებლობები გააპროტესტეს. მოსახლეობა მშენებლობის შეჩერებას ითხოვს, თუმცა, ახალი მფლობელისათვის მშენებლობის შეჩერების მოთხოვნა არც თუ ისე მარტივი პროცესია. ადგილობრივი ხელისუფლება მფლობელებს ადგილმონაცვლეობას სთავაზობს.
სამუშაო კომისიის შექმნის მომხრეა ქალაქის მერიც. შოთა მურღულიას განცხადებით, საკითხი საკრებულომ უნდა შეისწავლოს და გადაწყვეტილება მიიღოს.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





21:51
11:02
16:29
16:27
















