|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საარჩევნო ბლოკმა "ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიამ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

საარჩევნო ბლოკმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

კანდიდატები ზაალ უდუმაშვილმა დაასახელა. ქუთაისში როგორც მოსალოდნელი იყო, გრიგოლ ვაშაძის კანდიდატურა დასახელდა.

 

იმერეთის დარჩენილ სამ ოლქში შემდეგი კანდიდატები დასახელდნენ:

 საჩხერის, ჭიათურის და ხარაგაულის - გიორგი კაპანაძე

ზესტაფონი, ბაღდათი, თერჯოლა, ტყიბული - კახა გეწაძე

წყალტუბო, სამტრედია, ვანი, ხონი - ნანუკა ჟორჟოლიანი

თბილისის 8 საარჩევნო ოლქიდან ნაციონალურ მოძრაობას სამ ოლქში ყავს თავისი კანდიდატი:

ლდანში ნიკა მელია, ისანში - ხატია დეკანოიძე; სამგორში  - ლევან ხაბეიშვილი;

კახეთში:

გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლისწყაროს და საგარეჯოს - ლევან ბეჟაშვილი;

თელავის, ახმეტის, ყვარლის და ლაგოდეხის - გიორგი ბოტკოველი

ქვემო ქართლში:

რუსთავის და გარდაბნის - დავით კირკიტაძე

მარნეულის - აზერ სულეიმანოვი

ქართლში:

გორისა და კასპის - ბადრი ბასიშვილი

ხაშურის და ქარელის - ნატო ჩხეიძე

 

დმანისი, წალკა, ბოლნისი, თეთრიწყარო - კახა ოქრიაშვილი

თიანეთი, მცხეთა, დუშეთი, ყაზბეგი - ცეზარ ჩოჩელი

სამცხე-ჯავახეთში:

ახალციხე, ადიგენი, ასპინძა, ბორჯომი - ვაჟა ჩიტაშვილი

ახალქალაქის და ნინოწმინდის - მელიქ რაისიანი

რაჭა -ონი, ამბროლაური, ცაგერი, ლენტეხი, მესტია - დილარ ხაბულიანი

გურია - მანუჩარ კვირკველია 

სამეგრელო

მარტვილი, აბაშა, ჩხოროწყუ, წალენჯიხა - როლანდ ფიფა

ფოთი, სენაკი, ხობი - მურთაზ ზოდელავა

ზუგდიდი - მალხაზ ჯალაღონია

აჭარა

ბათუმი - ლევან ვარშალომიძე

ქობულეთი - ბონდო თევდორაძე

ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, ხულო - მიშა ბოლქვაძე

 

 

 

პარტიამ ასევე კანდიდატები დაასახელა აჭარის უმაღლეს საბჭოში:

ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, ხულო - გია აბულაძე

ქობულეთი - ელგუჯა ბაგრატიონი

ბათუმი - გიორგი კირთაძე

ცნობისთვის საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარდება.

ავტორი: ნიუპრესი