"50-ლარიანი ვაუჩერი პენსიონერებისათვის, 100-ლარიანი კომუნალური ვაუჩერი დაბალშემოსავლიანი აბონენტებისთვის"
ნაციონალური მოძრაობა ქუთაისის მერს კონკრეტული ინიციატივებით მიმართვს. ამის შესახებ ბრიფინგი დღეს საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ გიგა შუშანიამ გამართა
"ქალაქში სოციალურ–ეკონომიკური კუთხით უმძიმესი მდგომარეობაა შექმნილი. ლარის გაუფასურება, სისტემატიურად კომუნალური გადასახადების, სხვადასხვა მომსახურებაზე, მედიკამენტებზე და პროდუქტებზე ფასების ზრდა უმძიმეს ტვირთად აწევს ქუთაისის მოსახლეობას. ამასთანავე, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, საგანმანათლებლო, სპორტის, კულტურის (მათ შორის სახელოვნებო სფერო) და სხვა სფეროები სასწრაფო ჩარევას და მიხედვას საჭიროებს. საგანგაშო სიტუაციაა დემოგრაფიული მიმართულებით (გარდაცვლილთა რაოდენობამ პირველად გადააჭარბა ახალშობილთა რაოდენობას უკანასკნელი წლების განმავლობაში). ძალიან დიდია ახალგაზრდების მიგრაცია სამუშაო ადგილების არ არსებობის გამო. აღნიშნულიდან გამომდინარე, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობამ“ ქ.ქუთაისის მერს წარუდგინა რამოდენიმე ინიციატივა, რომელთა ასახვაც 2018 წლის ბიუჯეტში ხელს შეუწყობს ჩვენი თანაქალაქელების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას და ოდნავ მაინც შეამსუბუქებს მათ მძიმე ყოფას:
- ყველა პენსიონერისათვის დამატებით 50 ლარიანი ვაუჩერის გაცემა მედიკამენტების შესაძენად.
- ერთჯერადათ 100 ლარიანი კომუნალური ვაუჩერის გაცემა საშუალო და დაბალშემოსავლიანი აბონენტებისთვის.
- წარმატებული სტუდენტების ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა. პირველ წელს საპილოტედ შესაძლებელია გამოიყოს მინიმუმ 100 000 ლარი, რომელიც შემდეგ წლებში მოთხოვნის შესაბამისად გაიზრდება.
- სტუდენტური ტარიფის შემოღება ადგილობრივ ტრასპორტით მგზავრობაზე (ტარიფის განახევრება)
- 400 ლარიანი ვაუჩერის ყველა ახალშობილს.
- ყველა სკოლისთვის 50 000 ლარი, რომელსაც სკოლები გამოიყენებენ საკუთარი შეხედულებისამებრ პედაგოგიური და მშობელთა საბჭოების გადაწყვეტილების მიხედვით.
აღნიშნული ინიციატივების განსახორციელებლად საჭირო იქნება ქალაქის ბიუჯეტში მაქსიმუმ 6,5 – 7 მლნ ლარის მობილიზება, რაც სავსებით შესაძლებელია პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში. ამ ინიციატივების დაფინანსება სავსებით შესაძლებელია მერიის ადმინისტრაციული ხარჯების, პრემიების, დანამატების და კომფორტზე დახარჯული თანხების შემცირებით"-განაცხადა ფრაქციის ტავმჯდომარემ გიგა შუშანიამ.
მისი თქმით, 2012 წლამდე ქალაქის მთავრობის, მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურების ფუნქციონირებას წელიწადში ჭირდებოდა დაახლოებით 11 მლნ ლარი. დღეის მდგომარეობით კი, ქალაქის მთავრობის ფუნქციონირება გაზრდილი ხელფასების, დანამატებისა და საწვავის ხარჯების ხარჯზე ჯდება 19 მლნ ლარი(გაზრდილია 8 მლნ ლარით). ასევე, 2012 წელს ტენდერებში ეკონომიის მაჩვენებელი შეადგენდა საერთო თანხის 20-25%, ამჟამად ეს მაჩვენებელი დასულია 5-7%, ანუ ქალაქში სხვადასხვა პროექტებში დახარჯული 25 მლნ ლარიდან ეკონომია არის მაქსიმუმ 1 750 000. ნაციონალური მოძრაობა მიიჩნევს, რომ კარგი ადმინისტრირებისა და საქმისადმი კომპეტენტური მიდგომით, ასევე კორუფციული მომენტების აღმოფხვრით შესაძლებელია ეს რიცხვი საკმაოდ გაიზარდოს.
როგორც შუშანიამ განაცხადა, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გამოთქვამს მზადყონას აქტიურად ჩაერთოს წარმოდგენილი ინიციატივების განხილვაში, რომელთა გახორციელებაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს თითოეული ქუთაისელის ისედაც დამძიმებულ მდგომარეობის გაუმჯობესებას.
მისი თქმით, ფრაქცია სამომავლოდ სხვა ინიციატივივების წარმოდგენასაც გეგმავს.
ოპოზიციური პარტიის შეთავაზებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ქუთაისის ახალმა მერმა გააკეთა. ჭიღვარიას განცხადებით, არ აპირებს "ნაციონალურ მოძრაობის" ინიციატივის გაზიარებას. "ჩვენ ვიზრუნებთ იმისათვის, რომ მოსახლეობამ უკეთ იცხოვროს ქალაქში. 9 წლის მანძილზე იყვნენ ისინი ხელისუფლებაში და ჩვენ ვიცით, რაც გაუკეთეს მათ საქართველოს",-განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.
ავტორი: ნიუპრესი