|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ მარნეულსა და ჭიათურაში შეთანხმება დაარღვია“- აკაკი ბობოხიძე

აკაკი ბობოხიძე „ნაციონალურ მოძრაობას" უპირისპირდება. დეპუტატის თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „ევროპულ საქართველოსთან“ შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმება მარნეულსა და ჭიათურაში დაარღვია. ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ნაციონალურ მოძრაობას“ 19 მაისის შუალედურ არჩევნებზე კოორდინირებული მუშაობის წინადადებით მივმართეთ და შეთანხმებას მივაღწიეთ, რომ შუალედურ არჩევნებზე  7 საარჩევნო ოლქში „ნაციონალური მოძრაობის“ და 6 საარჩევნო ოლქში „ევროპული საქართველოს“ შერჩეულ კანდიდატებს დავუჭერდით მხარს. სამწუხაროდ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მარნეულსა და ჭიათურაში შეთანხმება დაარღვია“, – განაცხადა ბობოხიძემ.

როგორც ბობოხიძე განმარტავს, მიუხედავად ამისა, „ევროპული საქართველო“ არ აპირებს შეთანხმების დარღვევას.

შუალედური არჩევნები 19 მაისს გაიმართება.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა