|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნამახვანჰესის საქმეზე პარიზის სააპელაციო სასამართლომ აღსრულება შეაჩერა

პარიზის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით, სანამ საბოლოოდ არ დასრულდება საქართველოს მთავრობის მიერ თურქულ კომპანია ENKA-ს წინაშე წაგებულ საარბიტრაჟო საქმეზე განხილვა და არ იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებული, არ მოხდება ENKA-ს სასარგებლოდ ICC-ის არბიტრაჟის განაჩენის შესაბამისად, დაკისრებული კომპენსაციის და მასზე დარიცხული პროცენტის დაუყოვნებლივი აღსრულება. ამასთან, სასამართლომ საქართველოს მთავრობას აღნიშნული კომპენსაციის არც გამოუხმობ ესქროუ ანგარიშზე განთავსება არ დააკისრა, რასაც ENKA ითხოვდა.  განჩინება 2025 წლის 9 დეკემბრით არის დათარიღებული.

ცნობისთვის, საქართველომ ENKA-სთან საარბიტრაჟო დავა 2024 წლის დეკემბერში წააგო. განაჩენი საქართველოს მიერ 383 მილიონი დოლარის კომპენსაციის გადახდას ითვალისწინებდა. ამასთან, ამ თანხას ემატება პროცენტიც (SOFR+4%) იქამდე, სანამ საქართველო განაჩენს სრულად არ აღასრულებს. ამ დროისთვის პროცენტთან ერთად კომპენსაციის მოცულობა 450 მილიონ დოლარს აჭარბებს.

2025 წლის დასაწყისში ENKA-მ შესაბამისი ქვეყნის - საფრანგეთის სასამართლოს მიღებული განაჩენის აღსრულების პროცედურების დაწყების მიზნით მიმართა, პარალელურად, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ აპელაციას განაჩენის გაუქმების მიზნით მიმართა. 2025 წლის სექტემბერში საფრანგეთის სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ საბოლოო განაჩენის მიღებამდე კომპენსაციის დაუყოვნებლივი აღსრულება შეჩერებულია, ანალოგიური გაიმეორა სასამართლომ 2025 წლის დეკემბერშიც. 

ამასთან, აღნიშნულია, რომ არ დაკმაყოფილდა ENKA-ს მოთხოვნა მოგებული კომპენსაციის "ესქროუ ანგარიშზე" განთავსებასთან დაკავშირებით, რაც გამოუხმობ ესქროუზე განთავსდებოდა იქამდე, სანამ საქმეზე საბოლოო განაჩენი იქნებოდა მიღებული. მთავრობის მიერ დაქირავებული იურისტების განცხადებით, იმის გამო, რომ საქმე 400 მილიონ დოლარზე მეტ თანხას შეეხებოდა, სახელმწიფოსთვის საბოლოო განაჩენამდე მისი გადახდა მნიშვნელოვან ფინანსურ რისკს შექმნიდა.

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 35.94%
გაუარესდა - 52.34%
არ შეცვლილა - 11.72%
სულ - 128 ხმა