|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ნამდვილი მაჟორიტარი ჩემსავით უნდა იქცეოდეს"

"მთავარი იყო ის, რომ თვითმმართველობისთვის ხელი არ შემეშალა. ჩემი ნათესავები, ჩემი მეგობრები არსად არ დამინიშნავს, არსად დამისაქმებია. მე ვფიქრობ, რომ ნამდვილი მაჟორიტარი ასე უნდა იქცეოდეს",- ასე აფასებს გუბაზ სანიკიძე მაჟორიტარობის თითქმის 4 წელს.

ის განმარტავს, რომ მოსახლეობას ეხმარებოდა იმ შემთხვეაში, თუ მათ ეს სჭირდებოდათ. არ ერეოდა თვითმმართველობის საქმიანობაში და ათასობით ამომრჩეველს ხვდებოდა.

"ჩვენთან არის სტერეოტიპი, რომ მაჟორიტარი ყველაფერში უნდა ჩაერიოს. მე პირიქით მიმაჩნია. კანონიც გვისაზღვრავს ამას. საკადრო პოლიტიკაში არ ჩავრეულვარ. მხოლოდ ვეხმარებოდი თვითმმართველობას, როცა ქალაქის მერია ჩათვლიდა საჭიროდ, რომ ჩემი დამხარება იყო საჭირო. რაც შეეხება მოსახლეობასთან შეხვედრას, რამდენიმე ათას ადამიანთან მქონდა შეხვედრა და დაახლოებით, მესამედი დაკმაყოფილდა სრულად ან ნაწილობრივ. 

მთავარი პრობლემატიკა იყო უმუშევრობა, დასაქმება, რაშიც მე ვერ ჩავერეოდი ვერანაირად. მეორე ეს იყო საბანკო ვალები ასევე ამაში ვერ ჩავერეოდი. თავის დროზე იყო მედიცინა თუმცა, ჯანდაცვის პროგრამებმა მინიმუმადე დაიყვანა განცხადებები. მესამე პრობლემა, ასევე არის სასმართლო დავები, ნათესაური, სამეზობლო და ა.შ ბუნებრივია ამაში ვერ ჩავერეოდი",- განაცხადა სანიკიძემ. 

გუბაზ სანიკიძე "ეროვნული ფორუმის" ერთ–ერთი ლიდერია, ფორუმი არჩევნებში დამოუკიდებლად იბრძოლებს. რაც შეხება გუბაზ სანიკიძეს ის არ აპირებს ქუთაისის მაჟორიტარობას.

წყარო: ipress.ge

ავტორი: