|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნანა კოსტავა სამოქალაქო აქტივისტებს სასამართლოში ჩივილით ემუქრება

გახმაურებული პოსტის ავტორი საკრებულოს დეპუტატი ნანა კოსტავა სამოქალაქო აქტივისტებს სასამართლოში ჩივილით ემუქრება. დეპუტატი სოციალურ ქსელში კომენტარს წერს და მის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესებს ეხმიანება. ნანა კოსტავა საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატის ალეკო ახალაძის მიმართვას გამოეხმაურა. 

"თუ არ შეწყვეტენ ჩემს მიმართ ბულინგს, სწორედაც, რომ მასე მოვიქცევი ბატონო ალეკო, გამოვიყენებ კანონით მონიჭებულ ყველა უფლებას, მივმართავ პარლამენტთან არსებულ გენდერული თანასწორობის საბჭოს, სახალხო დამცველს და სასამართლოს და კანონით მონიჭებულ ყველა ბერკეტს გამოვიყენებ, რადგან ეს აღარაა უკვე სიმართლისთვის ბრძოლა, აქ უკვე პიროვნულ შუღლს და ანგარიშსწორებას უფრო ვხედავ მათი მხრიდან ჩემს მიმართ", -წერს ნანა კოსტავა.

საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი ალეკო ახალაძე ნანა კოსტავას წინააღმდეგ მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. დეპუტატი  წერს, რომ სასამართლოში მიმართვის შემთხვევაში, აქტივისტებს შეეშინდებათ და ბოდიშს მოიხდიან. 

"რამდენადაც ვიცი, ქალბატონი ნანა კოსტავა არ აპირებს ზედმეტად შეეგუოს მის მიმართ წარმოებულ შერჩევით აგრესიას და თუ ამ გაუთავებელი შეურაცხყოფებით იძულებული გახადეს და
სასამართლოს მიმართა, დავინახავთ, რომ - გაჩერდებიან კი არა ბოდიშსაც კი მოიხდიან, ეს ე.წ. სამოქალაქო აქტივისტები", -წერს ალეკო ახალაძე,  რომელმაც რამდენიმე დღის წინ საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. მისი თქმით, არ აპირებს მოისმინოს ნანა კოსტავას წინააღმდეგ მიმართული აგრესია. 

კოსტავას სამოქალაქო აქტივისტები პასუხობენ. მათი თქმით, ნანა კოსტავა, როგორც დეპუტატი ვერ იაზრებს მისი განცხადების სიწვავეს, ამიტომ საჯარო სივრცეში მისთვის დისკომფორტის შექმნა გაგრძელდება.

"ნანა კოსტავა, როგორც საკრებულოს წევრი ვალდებულია გაავრცელოს და უზრუნველყოს კონსტიტუციით, სტრატეგიებითა და კანონებით განსაზღვრული ფასეულობები და ხედვები, დანერგოს და განამტკიცოს იგი. სამწუხაროა, რომ ნანა კოსტავა ამ დრომდე ვერ იაზრებს მისი განცხადებების სიმწვავეს. მან სიძულვილის ენის, ნიშნის მოგებით საუბრის, შურისმაძიებელი ტექსტების გამო უნდა აგოს პოლიტიკური პასუხი. ასე მოსაუბრე ადამიანი ვერანაირ სიკეთეს ვერ მოუტანს ამ ქალაქს.  სანამ ნანა კოსტავა არ აიღებს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას - და იგი არ წავა სახლში, ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოება საჯარო სივრცეში შევუქმნით დისკომფორტს. ნანა კოსტავა ვერ იქნება ქუთაისის სახე", -აცხადებენ აქტივისტები.

ნანა კოსტავამ სიძულვილის შემცველი განცხადების გამო საკრებულოს ფრაქცია და თავმჯდომარის პოსტი დატოვა. ის დამოუკიდებელი დეპუტატია. აქტივისტები მოითხოვენ კოსტავამ საკრებულო დატოვის და უარი თქვას მანდატზე. 

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა