|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ნანა კოსტავას საკრებულოში დარჩენა გიორგი ჭიღვარიამ ურჩია"

"ნანა კოსტავას საკრებულოში დარჩენა გიორგი ჭიღვარიამ ურჩია" - აცხადებენ "ნაციონალურ მოძრაობაში". ქუთაისის ორგანიზაციის  ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლების განცხადებით, უმრავლესობის გარკვეული წევრები, ერთის მხრივ, გმობენ ნანა კოსტავას განცხადებას და მეორეს მხრივ, მოუწოდებენ მას არ დატოვოს საკრებულო.

"გვინდა, გამოვეხმაუროთ ნანა კოსტავას ცინიზმს და გამოვხატოთ შეშფოთება, მან განაცხადა, რომ დატოვებდა საკრებულოს, მაგრამ შეცვალა გადაწყვეტილება, თითქოს საზოგადოებამ ურჩია დარჩენა, ეს ტყულია. მერი გიორგი ჭიღვარია თითქოს ემიჯნება განცხადებას, მაგრამ ჩვენი ინფორმაციით, პირადად მივიდა და უთხრა, არ დაეტოვებინა საკრებულო, რასაც ახლა არ ადასტურებს, ასევე ნანა კოსტავას სოლიდარობას უცხადებს საკრებულოს დეპუტატი ალეკო ახალაძე", -განაცხადა ლაშა ბაღიშვილმა.

ორგანიზაციის წევრების განცხადებით, ისინი ასევე მიოთხოვენ საკრებულო დატოვოს ალეკო ახალაძემ, რომელიც გამოირჩევა ნანა კოსტავას მხარდაჭერით, მათი თქმით, თუ მოთხოვნები არ შესრულდება, ისინი აქციებს აანონსებენ.

 შეგახსენებთ, გიორგი ჭიღვარია კატეგორიულად უარყოფს, რომ მან  ნანა კოსტავას საკრებულოში დარჩენისაკენ მოუწოდა. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა