ნანა წადი! - ამ მოთხოვნით ქუთაისის საკრებულოში პერფორმანსი გაიმართა
ნანა წადი - ამ მოთხოვნით ქუთაისის საკრებულოში პერფორმანსი გაიმართა. სამოქალაქო აქტივისტებმა საკრებულოს დეპუტატის ნანა კოსტავას წასვლა მოითხოვეს.
აქტივისტებმა დეპუტატს საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნიდან მოუწოდეს დატოვოს საკრებულოს მანდატი. სამოქალაქო აქტივისტებმა სხომათა დარბაზში პლაკატი წარწერით #ნანაწადი გაშალეს. მათი თქმით, ვიდრე ნანა კოსტავა დეპუტატის მანდატით ისარგელებს, იქამდე სამოქალაქო აქტივისტები საჯარო სიცრცეში დისკომფორტს მუდმივად შექმნიან.
,,არ დავუშვებთ სიძულვილის ენით გვესაუბროს საჯარო პირი. ამაზე საზოგადოებას რეაქცია ყოველთვის ექნება "- აცხადებენ აქტივისტები.
სიძულვილის ენის შემცველი პოსტის გამოქვეყნების შემდეგ დღეს საკრებულოს პირველი სხდომა იმართება. საკრებულოში თავად ნანა კოსტავა არ გამოჩენილა. სამოქალაქო პროტესტის ფონზე მან ფრაქცია ,,ქართული ოცნება - კონსერვატორების" თავმჯდომარის თანამდებობა, ასევე ფრაქცია უკვე დატოვა. კოსტავა ამჟამად დამოუკიდებელი დეპუტატია.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















