|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ნანა წადი" - სამოქალაქო აქტივისტების პროტესტს ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე ხმაური მოყვა

ქუთაისის საკრებულოს სხდომა ხმაურით დაიწყო. დაპირისპირების მიზეზი სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი გახდა.  სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები პლაკატით "ნანა წადი" ქუთაისის საკრებულოს სხდომას ესწრებიან.

მათი  პროტესტი  საკრებულოს მუშაობის ჩაშლის მცდელობად შეაფასა უმრავლესობის დეპუტატმა ალეკო ახალაძემ.

"ვიდრე არ დატოვებენ სხდომას, არ დავიწყოთ მუშაობა"-განაცხადა მან.

ალეკო ახალაძის მოთხოვნას საკრებულოს თავმჯდომარე არ დაეთანხმა. ნიკა ლატარიას თქმით, გამოხატვის თავისუფლებას ხელს ვერ შეუშლიან.

კამათი გამოიწვია ჟურნალისტების აქტიურობამაც.

ალეკო ახალაძის განცხადებით, იმის გამო, რომ ჟურნალისტები ფოტოებს იღებენ, მათ ხელი ეშლებათ. ამის გამო მან სხდომის დახურვის შესაძლებლობაზეც კი ისაუბრა.

დღეს გახმაურებული ინციდენტის შემდეგ, სხდომას პირველად ესწრება დეპუტატი ნანა კოსტავა.

სხდომას არ ესწრება ოპოზიცია.

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა