"ნანაწადი"- ქუთაისის მერიასთან ,,პოსტერუმ ქუთაისმა" აქცია გამართა [VIDEO]
ქუთაისის თვითმმართველობის შენობის წინ არასამთავრობო ორგანიზაციამ ,,პოსტერუმ ქუთაისი" აქცია "ნანაწადი" გამართა.
ორგანიზაციის აქტივისტებმა საზოგადოებისთვის ცნობილი სახეების მონაწილეობით ვიდეორგოლი დაამზადეს და ილუმინაციის სახით შენობის ფასადზე გაუშვეს. "პოსტერუმ-ქუთაისმა" სიმბოლური წითელი ბარათიც დაამზადა - #წადი, რომელიც ადმინისტრაციული შენობის წინ განათავსა.
"ვითხოვთ, რომ ნანა კოსტავამ დატოვოს საკრებულო, მიუხედავად იმისა, რომ არ გვაქვს ამის დიდი იმედი. ჩვენ გავაკეთეთ სოციალური მანიფესტი და მოვუწოდებთ მას დატოვოს საკრებულო", - განაცხადა ორგანიზაციის წევრმა ოთარ კაჭკაჭიშვილმა.
ცნობისთვის, ქუთაისის საკრებულოს წევრმა ნანა კოსტავამ საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება-კონსერვატორების" შემადგენლობა დღეს დატოვა, უფრო ადრე კი მას ამ ფრაქციის თავმჯდომარის პოსტი დაატოვებინეს. ამის მიზეზი სოციალურ ქსელში მის მიერ სიძულვილის ენის შემცველი ტესტის გამოქვეყნება გახდა, რამაც საზოგადოების მძაფრი რეაქცია გამოიწვია. მის განცხადებას გაემიჯნენ ქალაქის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე და საკრებულოს წევრების ერთი ნაწილი. მიუხედავად აქციებისა და მოწოდებებისა, ნანა კოსტავა საკრებულოს არ ტოვებს.
ავტორი: ირინა მაკარიძე




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















