|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნაქერალას უღელტეხილზე მსუბუქი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ნაქერალას უღელტეხილზე მსუბუქი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით,  მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.

„ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. ხოლო საავტომობილო გზის გაფართოვების გამო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია", - წერია უწყების განცხადებაში

 

ავტორი: ნიუპრესი