|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში გერმანული როკ ჯგუფი "Brainwashed" კონცერტს გამართავს

ახალგაზრდული მოძრაობა „Positive Virus“ წარმატებულ გერმანულ როკ ჯგუფთან Brainwashed-თან ერთად, 25 სექტემბერს  ქუთაისში ნარკომანიის წინააღმდეგ კონცერტებს გამართავს. კონცერტი 19:00 საათზე კიკვიძის ბაღში გაიმართება.

ორგანიზატორების ინფორმაციით, აღნიშნული როკ ჯგუფი ძირითადად  ბერლინში საქმიანობს, თუმცა ტურნეებს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში აწყობს.

ამასთან, Brainwashed აქტიურ სოციალურ საქმიანობას ეწევა გერმანიაში, რაც გამოიხატება ბერლინის „ქუჩის ბავშვებთან“ მუშაობაში.

ეს პროექტი არაერთხელ დაჯილდოებულა, რის გამოც იგი ცნობილია არა მხოლოდ ბერლინში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. 2010 წელს ჯგუფის სოლისტს, ეკხარტ ბაუმანს გერმანიის პრეზიდენტმა, გაწეული საქმიანობისთვის, უმაღლესი ჯილდო -„რკინის ჯვარი“ გადასცა. 2017 წლის ზაფხულში კი მათთან სტუმრად იმყოფებოდნენ ინგლისის პრინცი და პრინცესა.

კონცერტი ასევე გაიმართება წყალტუბოში, ხონსა და ჭიათურაში. 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა