ნათია თურნავა ტყიბულში მეშახტეებს და "საქნახშირის" წარმომადგენლებს ხვდება
მინდელის შახტის ადმინისტრაციის შენობაში საქნახშირის წარმომადგენლებს და მეშახტეებს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ხვდება.
შეხვედრაზე მეშახტეების მოთხოვნებს განიხილავენ. მინდელის შახტში მყოფი მეშახტეების ნაწილი ეკონომიკის მინისტრთან შესახვედრად ამოვიდა.
როგორც მათთან საუბრისას მინისტრმა განაცხადა, ხელისუფლება მუშაობს, რომ მოთხოვნები უმოკლეს დროში იყოს დაკმაყოფილებული.
"მეშახტე შახტში პროტესტის ნიშნად არ უნდა ჩადიოდეს, ის სამუშაოდ უნდა ჩადიოდეს. ჩვენ მოვედით, რადგან გავეცნოთ თქვენს მოთხოვენებს. მე დარწმუნებული ვარ ერთობლივად მოვნახავთ გამოსავალს ამ სიტუაციიდან. პირველ რიგში, ეს ბიზნესის ვალდებულებაა, მაგრამ თუ ბიზნესი მიზეზთა გამო ვალდებულებას ვერ ასრულებს, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ ერთად მოვნახოთ მისაღები გამოსავალი. ადამიანებს უნდა ქონდეთ უსაფრთხო პირობები და ამ კითხვაზე მინდა პასუხი მოვისმინო. როდის იქნება დავალიანება გასტუმრებული და როდის აღდგება მოპოვება. გვინდა, გეგმა მოვისმინოთ მათ შორის მოდერნიზაციაზე. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობროვი ენერგეტიკული რესურსი რომ გვქონდეს. მე ვიცი, რომ ჩვენი ნახშირი ამოსთვის არის გამოსადეგი, კარგი მენეჯმენტის და სათანადო კონტროლის და ინვესტიციების პირობებში, შესაძლებელია, რომ ჩვენ დაგეყრდნოთ ენერგო უსაფრთხოების თვალსაზრისით"-განაცხადა ნათია თურნავამ.
მისი თქმით, კომპანია აწარმოებს მოლაპარაკებს სხვადასხვა ჯგუფთან, მათ მოძიებული ყავთ ინვესტორი. მისი ინფორმაციით, ეს არის ქართული ჯგუფი, რომელსაც ყავს უკრაინელი პარტნიორები.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















