|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნათია თურნავა ზესტაფონში გაზიფიცირების პროცესს გაეცნო

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ზესტაფონში გაზიფიცირების პროეცესს გაეცნო. ნათია თურნავა გუბერნატორთან და მერთან ერთად სოფელ ზემო კლდეეთსა და ტაბაკინში იმყოფებოდა.

მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, მოხდეს ყველა სოფლის გაზიფიცირება, რაც ადგილობრივებს სხვადასხვა სახის პროექტის განხორციელების შესაძლებლობას მისცემს. მინისტრი, ასევე ადგილობრივებს შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.

"საქართველოს მასშტაბით ინტენსიურ გაზიფიცირებას ვაგრძელებთ, სამწლიანი გეგმის ფარგლებში დამტკიცებული იყო 226 სოფლის გაზიფიცირება, მოვახერხეთ და 330-მდე გავზარდეთ, იმერეთში 60 სოფელია. გაზი არაა მარტო პირველადი მოხმარებისთვის, ის აუცილებელია მცირე ბიზნესის განვითარებისთვის", - განაცხადა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, ბუნებრივი აირის საფასურის ზრდა მოსალოდნელი არ არის.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა