|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ნატო-ს მოკავშირეებმა მოუწოდეს რუსეთს, გაიყვანოს საკუთარი ჯარი საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვადან"

რუსეთს სამხედრო ძალები ჰყავს განლაგებული საქართველოში, ყირიმსა და მოლდოვაში და ეს ძალები მანდ შესაბამისი ქვეყნების მთავრობების თანხმობის გარეშე იმყოფებიან, - ამის შესახებ განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, ნატო-ს მოკავშირეებმა მოუწოდეს რუსეთს, რომ გაიყვანოს საკუთარი ჯარი საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვადან.

„დღევანდელ შეხვედრაზე ნატო-ს მოკავშირეებმა მოუწოდეს რუსეთს, რომ გაიყვანოს ეს ძალები და პატივი სცეს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს ყველა ქვეყნის საზღვრების პატივისცემა. ნატოს მოკავშირეები მზად არიან რუსეთთან დიალოგში ჩაერთონ, მაგრამ ჩვენ არ წავალთ დათმობაზე ძირითად პრინციპებთან დაკავშირებით, ჩვენ არ წავალთ დათმობაზე ევროპის რომელიმე ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, არ წავალთ დათმობაზე ქვეყნების უფლებებთან დაკავშირებით, აირჩიოს საკუთარი გზა,“- აღნიშნა სტოლტენბერგმა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 38.1%
გაუარესდა - 45.24%
არ შეცვლილა - 16.67%
სულ - 42 ხმა