|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნაზარიშვილის კლინიკაში უფასო გამოკვლევები ტარდება

ქუთაისის მერიასა და ნაზარიშვილის სახელობის საოჯახო მედიცინის ცენტრს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის  ფარგლებში დღეს პირველი გასინჯვა ჩატარდა.  მემორანდუმი ქუთაისში შეჭირვებული მოქალაქეებისთვის უფასო სამედიცინო მომსახურების გაწევას ითვალისწინებს.

 ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, პაციენტები ნაზარიშვილის სახელობის საოჯახო მედიცინის ცენტრში მოინახულა, სადაც პროფილაქტიკური გასინჯვები მიმდინარეობს.
როგორც "ნიუპრესს" კლინიკის დირექტორმა, მერაბ კვიცარიძემ განუცხადა, "ანალოგიური გასინჯვები გაგრძელდება და  მოეწყობა ყოველი თვის პირველ შაბათს, ხოლო მათთვის, ვისაც მოსვლა არ შეუძლია,  მწოლიარე პაციენტებს, "შინ მოვლის"  პროგრამის ფარგლებში ბინაზე გავსინჯავთ უფასოდ. ეს მოხდება  ყოველი თვის მესამე შაბათს".

ნაზარიშვილის სახელობის საოჯახო მედიცინის ცენტრს  ინფორმაციას  პაციენტების  შესახებ ქუთაისის მერია აწვდის. 

მემორანდუმი წლის ბოლომდე გაგრძელდება. 

ავტორი: ნიუპრესი