|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

NDI -ის გამოკითხულთა 42 პროცენტი კორონავირუსის საწინააღდეგო აცრას არ აპირებს

მოსახლეობის 42 პროცენტი კორონავირუსის საწინააღდეგო აცრას არ აპირებს, - ამის შესახებ ნათვამია NDI-ისა და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებულ კვლევაში.

კორონავირუსის პანდემიის ორი წლის თავზე, მოსახლეობის ნახევარი მთავრობის მიერ პანდემიის მართვას დადებითად აფასებს. თუმცა ვაქცინაციის მიმართ უნდობლობის მაჩვენებელი კვლავ მაღალი რჩება. 

კითხვაზე: გაიკეთებდით თუ არა კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინას - 42% ამბობს, რომ არ გაიკეთებდა, 25%-გაიკეთებდა, 29%- უკვე აიცრა, 3%-მა პასუხი არ იცის.

 ვაქცინირებული მოქალაქეების მესამედი ბუსტერის გაკეთებას არ აპირებს, ან არ იცის რას იზამს.

რაც შეეხება 54%-დან,  ვინც უკვე აიცრა, ან აპირებს  აიცრას (25%-გაიკეთებდა, 29%- უკვე აიცრა), ბუსტერ დოზას გაიკეთებს 63%, არ გაიკეთებს 14%, უკვე გაიკეთა - 3%-მა, პასუხი არ იცის 20%-მა.

კვლევაში ნათქვამია, რომ მოსახლეობის უმრავლესობა ბავშვების ვაქცინაციის წინააღმდეგია.

კვლევის თანახმად, მოახლეობის უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ ვაქცინაციის შესახებ საკმარისი ინფორმაცია აქვს. 

 

ცნობისთვის, აღნიშნული კვლევა 2021 წლის 7-13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,099 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. კვლევა CRRC-საქართველომ ჩაატარა.

 

ავტორი: ნიუპრესი