|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

NDI-ის მიერ გამოკითხული მოსახლეობის უმეტესობას პოლიტიკური ელიტის ნდობა არ აქვს

NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა არ მიიჩნევს, რომ ქვეყნის პოლიტიკური ელიტა ხალხისა და ქვეყნის სასარგებლოდ მუშაობს.

გამოკითული მოსახელობის უმრავლესობა - 51 % ფიქრობს, რომ მთავრობა ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებს. - კითხვაზე, ეთანხმებით თუ არა მოსაზრებას, რომ "ქართული ოცნება" ხალხისა და ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ მუშაობს, მხოლოდ 36 პროცენტი აცხადებს, რომ ეთანხმება, 51 % აცხადებს, რომ არ ეთანხმება, დანარჩენი კი უარს აცხადებს კითხვაზე პასუხის გაცემაზე, ან ამბობს, რომ არ იცის.

რაც შეეხება არჩეული ოპოზიციური პარტიების მიმართ დამოკიდებულებას, გამოკითულთა 53 პროცენტი არ მიიჩნევს, რომ არჩეული ოპოზიციური პარტიები ხალხისა და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ, 36% კი - დადებითადაა განწყობილი, დანარჩენს კითვაზე პასუხი არ აქვს.

ცნობისთვის, აღნიშნული კვლევა 2021 წლის 7-13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,099 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. კვლევა CRRC-საქართველომ ჩაატარა.

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 38.1%
გაუარესდა - 45.24%
არ შეცვლილა - 16.67%
სულ - 42 ხმა