NDI-ს კვლევის თანახმად, "ქართული ოცნებას" 14%-ანი მხარდაჭერა აქვს
NDI--მ უახლესი კვლევის პოლიტიკური ნაწილი გამოაქვეყნა. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობის 14%-ის თანახმად, "ქართული ოცნება" მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომი პარტიაა, 13%–თვის კი ასეთი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა". "ირაკლი ალასანია–თავისუფალ დემოკრატებსა" და "პატრიოტთა ალიანსს" 4–4%-იანი მხარდაჭერა აქვთ, თუმცა "ირაკლი ალასანია–თავისუფალი დემოკრატები" დასახელდა, როგორც ყველაზე პოპულარული მეორე არჩევანი. კითხვაზე “ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გადაწყვეტილი გაქვთ თუ არა ვის მისცემთ ხმას”, გამოკითხულთა 59%–მა განაცხადა, რომ მას არ აქვს გადაწყვეტილი, თუ ვისზე გააკეთებს არჩევანს.
გადაწყვეტილება არ აქვს მიღებული იმ ადამიანების 41%–საც, რომლებიც ამბობენ, რომ აუცილებლად წავიდოდნენ არჩევნებზე ხმის მისაცემად. მათ შორის ვინც ამბობს, რომ აუცილებლად წავიდოდა ხმის მისაცემად ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, 15%-მა თქვა, რომ "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" დაუჭერდა მხარს, 14% კი – "კოალიცია ქართულ ოცნებას".
გამოკითხვამ ასევე აჩვენა, რომ მოსახლეობის უდიდეს ნაწილს კვლავაც არ აქვს გადაწყვეტილი, თუ რომელ პარტიას უჭერს მხარს. კითხვაზე რომელ პარტიას მისცემდით ხმას, ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, 35%– მა განაცხადა “არ ვიცი”, 14%–მა – “არც ერთი პარტია”, 13%–მა კი – “უარი პასუხზე”.
ავტორი: ირინა მაკარიძე





16:29
18:25
15:07
12:11
















