|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ნეპოტიზმის მძიმე ფაქტებია ქუთაისში, მაღალჩინოსნებს საკუთარი ნათესავები ყავთ დასაქმებული"

"ევროპულმა საქართველომ" ნეპოტიზმის გამოვლენილ შემთხვევებზე ბრიფინგი გამართა. "ევროპული საქართველოს" წევრებმა ირმა ნადირაშვილმა და ირაკლი აბესაძემ  ნეპოტიზმის შემთხვევებზე ისაუბრეს და სხვადასხვა გამოვლენილი ფაქტი გაასაჯაროეს. როგორც ირმა ნადირაშვილმა განაცხადა, საკმაოდ ბევრია ისეთი ფაქტი, რომელიც ნეპოტიზმის ნიშნებს შეიცავს და ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს.

მათი თქმით, ნეპოტიმზია ყველა რაიონსა და ქალაქში. მათ შორის მათი თქმით, ასევე, მძიმე ფაქტებია ქუთისში, სადაც მაღალჩინოსნებს საკუთარი ნათესავები დასაქმებული ყავთ სხვადასხვა ააიპ-ებში და სსიპ-ებში.

"გარდა ამისა ქუთაისის მერმა, გიორგი ჭიღვარიამ, სიდედრი მაია ფოფხაძე ქუთაისის 58-ე საარჩევნო უბანში კომისის თავმჯდომარედ დანიშნა. აგრეთვე, ქუთაისის საკრებულოს დეპუტატმა, რამაზ ჩხიკვაძემ, საკუთრი ძმა ზაზა ჩხაკვაძე, დანიშნა სპორტის სასახლის დირექტორად"-აღნიშა ნადირაშვილმა.

მისივე განცხადებით, ყველა მუნიციპალიტეტში ნეპოტიზმის პრობლემა დგას.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა