„პატრიოტები“: „ქუთაისის მერი "ნაციონალი" არ იქნება
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ ქუთაისის მერობის კანდიდატთან
დაკავშირებით კონსულტაციებს აწარმოებს.
პარტიის გენერალური მდივნის სოსო მანჯავიძის თქმით,
ხვალ დაგეგმილ ქალაქის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატები საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან
ისეთ საკითხს დააყენებენ, როგორიც ქალაქის მერისათვის
უფლებამოსილების შეწყვეტაა.
მანჯავიძე მერობის კანდიდატს ამ ეტაპზე არ ასახელებს,
თუმცა ამბობს, რომ ის „ნაციონალი“ არ იქნება.
„მერობის კანდიდატი იქნება ისეთი, როგორიც მოეწონება ქუთაისს,“ - ამბობს მანჯავიძე.
ამ დრომდე ქუთაისის მერის თანამდებობა ბესიკ ბრეგაძეს უჭირავს.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 72.73%
არა - 27.27%
არ ვიცი - 0%
სულ - 11 ხმა