ლევან ბეჟაშვილი: რექტორების შეცვლით მთავრობა სასწავლებლებზე კონტროლის დამყარებას ცდილობს
უმაღლესი სასწავლებლების რექტორები შესაძლოა ახალი არჩევნებით
შეცვალონ.
მთავრობის მიერ შემუშავებული ცვლილების მიხედვით, სახელმწიფოს
მიერ დაფუძნებული უმაღლესი სასწავლებლების ხელმძღვანელებს შესაძლოა უფლებამოსილება
შეუწყდეთ, ხოლო ახალ არჩევნებმადე სასწავლებლებს მთავრობის მიერ დანიშნული პირი უხელმძღვანელებს.
საპარლამენტო უმცირესობის წევრი ლევან ბეჟაშვილი თვლის,
რომ ამ გზით ხელისუფლება სასწავლებლებზე კონტროლის დამყარებას ცდილობს.
„სასწავლებლების რექტორების არჩევნები უნდა ჩატარდეს ხელახლა და ახალი
არჩევნების შედეგებამდე ძველები კი არ შეასრულებენ უფლემამოსილებას, არამედ მთავრობის
მიერ მოხდება მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნა.
იმავდროულად, ვადაც არ არის დადგენილი რა ვადაში და როგორ უნდა ჩატარდეს არჩევნები.
შეიძლება უნივერსიტეტმა არც მიიღოს ეს გადაწყვეტილება
და არც დაამტკიცოს ახალი შემადგენლობა,“ - ამბობს ლევან ბეჟაშვილი.
უმცირესობის დეპუტატის განცხადებით, მთავრობა აღნიშნული
კანონპროექტის განხილვას დაჩქარებული წესით ითხოვს და საკითხის სასწავლებლების წარმომადგენლებთან
განხილვას არ აპირებს.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე