გამოკითხულთა 37 % მიიჩნევს, რომ რუსეთი საქართველოსთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენს
NDI-ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, 2338 რესპოდენტიდან 37 %-მიიჩნევს, რომ რუსეთი საქართველოსთვის რეალურ და არსებულ საფრთხეს წარმოადგენს, 34 %-ის აზრით კი რუსეთი საქართველოსთვის საფრთხეს წარმოადგენს, მაგრამ ეს საფრთხე გაზვიადებულია. გამოკითხულთა 20 % მიიჩნევს, რომ რუსეთი არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს.
გამოკითხულთა 63 %-ს არ მოსწონს საქართველოს ამჟამინდელი ურთიერთობა რუსეთთან, აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი 2013 წლის მარტში ჩატარებული კვლევაში 49 % იყო, ამ მონაცემების მიხედვით კი 14 %-ით არის გაზრდილი.
ავტორი: www.newpress.ge
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 57.14%
არა - 42.86%
არ ვიცი - 0%
სულ - 21 ხმა