|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ვიცე–მერი – უშიშროებასთან რეჟისორ მილორავაზე არ მისაუბრია

ქუთაისის ვიცე–მერი კოტე ლომიძე, რეჟისორ პაატა მილორავას მიერ დღეს  გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. newpress.ge-სთან საუბარში ლომიძე არ ადასტურებს მილორავას მოსაზრებას, იმის შესახებ, რომ მერიის კულტურის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე რეჟისორის კანდიდატურა მისი დავალებით უშიშროებამ დაბლოკა. 
"მე არავის ვნიშნავ თანამდებობზე. კულტურა არ არის ჩემი საკურატორო სფერო. მერიაში ახლა დანიშვნა კი არა რეორგანიზაცია მიმდინარეობს, სადაც კონკურსის გზით ხდება თანამდებობზე ადამიანების დანიშვნა. მილორავა მხოლოდ ერთხელ მყავს ნანახი," – განაცხადა კოტე ლომიძემ newpress.ge–სთან საუბარში. 
ვიცე–მერის თქმით, უშიშროების სამსახურის უფროსსა და მის მოადგილესთან მეგობრული ურთიერთობა აქვს, მაგრამ პაატა მილორავას შესახებ მათთან არასოდეს უსაუბრია. 

"უფრო სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ვსაუბრობთ. ალბათ, ვიღაცეებს არ მოსწონთ, აქ რომ ვარ. ამიტომაც მებრძვიან," – აცხადებს ლომიძე. 
შეგახსენებთ, რომ რეჟისორმა პაატა მილორავამ  დღეს მერიის კულტურის სამსახურის უფროსად მისი კანდიდატურის დაბლოკვაში ქუთაისელი "ნაციონალები"  დაადანაშაულა.

მილორავას ინფორმაციით კოალიცია „ქართული ოცნების“ გამგეობამ  იგი ქალაქის კულტურის სამსახურის უფროსის კანდიდატად წარუდგინა მერს. მილორავას თქმით ამ პოსტის დაკავებას თავად იმ პირობით დათანხმდებოდა, თუკი  მერიაში აუდიტის სამსახური შემოვიდოდა და კულტურის და სხვა სამსახურების 2012–2013 წლების ხარჯებს შეისწავლიდა.

რეჟისორის ინფორმაციით, აღნიშნული პირობის წაყენების შემდეგ პაატა მილორავას კანდიდატურა დაიბლოკა. მილორავას თქმით მან საქმის გარკვევის მიზნით ვიცე– მერს კოტე ლომიძეს მიმართა. ლომიძემ კი აუხსნა, რომ იგი“უშიშროებამ დაბლოკა“.

ავტორი: თეკლა მორგოშია