მინისტრების მოადგილეები ქონებას მალავენ
მაღალი თანამდებობის პირების მხირდან ქონების დამალვის და
კორუფციის ფაქტები კვლავ ფიქსირდება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრისა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეებს, ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში, თავიანთი სამეწარმეო საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მითითებული არ აქვთ. ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე კი ამავე დროს კერძო კომპანიის დირექტორის მოვალეობასაც ასრულებს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, დიმიტრი ქუმსიშვილმა, ქონებრივი დეკლარაცია გასული წელს შეავსო (31 დეკემბერი, 2012 წელი). წარდგენელი დოკუმენტის მიხედვით, ქუმსიშვილს და მისი ოჯახის წევრებს, 2012 წლის ოქტომბრიდან არც ერთ საწარმოსთან საქმიანობის არანაირი ფორმა არ გააჩნია.
თუმცა, საჯარო რეესტრის ოფიციალური მონაცემების თანახმად, 2012 წლის ივნისში, მინისტრის მოადგილემ შპს „კვირის პალიტრასგან“ კომპანია „რეშენალ სოლუშენსის“ 10%–იანი შეიძინა. ქუმსიშვილმა ამ შენაძენში 6 000ლარი გადაიხადა და ის დღემდე ამ წილის მესაკუთრეა.
ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, ქუმსიშვილის საკუთრებაშია ასევე შპს „ავტოსერვისის“ 33% წილი, რის შესახებაც ასევე არაფერია მითითებული დეკლარაციაში.
კიდევ ერთი თანამდებობის პირი, რომელსაც ქონება დეკლარაციაში არ აქვს ასახული მარიამ ვალიშვილი გახლავთ. ვალიშვილი საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობას 2008 წლიდან იკავებს. საჯარო რეესტრის მოანცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციით, იგი შპს „ტოტ ენერჯიშის“ დირექტორია. 2012 წელს, ნოემბრის თვის დასაწყისში მინისტრის
მოადგილემ საჯარო რეესტრს კომპანიის დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტის თხოვნით მიმართა. მიუხედავად ამ მიმართვისა, იგი ამ დრომდე „ტოტ ენერჯიში“ ფორმალურად დირექტორის
თანამდებობაზე რჩება. აღნიშნულის შესახებ მის
საკუთარ დეკლარაციაში არც ვალიშვილი მიუთითებს.
აღსანიშნავია, რომ კანონი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“, თანამდებობის პირს უკრძალავს ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური ან შემოქმედებითი საქმიანობისა.
ავტორი: ნიუპრესი