ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისია – საარჩევნო უბნებს გამოცდილი კადრებით დავაკომპლექტებთ
ქუთაისის #59 საოლქო საარჩევნო კომისიაში, საუბნო საარჩევნო კომისიების წევრობის მსურველთა 150 განაცხადია შესული ამ დროისთვის. თითოეული საარჩევნო უბანი საოლქოდან 6 წარმომადგენლით უნდა დაკომპლექტდეს.
განცხადებების შეტანის შემდეგ, საარჩევნო უბნების კომისიის წევრებს ქუთაისის #59 საოლქო საარჩევნო კომისიის 13 კაციანი შემადგენლობაშეარჩევს.
"შერჩევისას ყურადღება მიექცევა კვალიფიციურ და გამოცდილ კადრებს", – ამბობს ქუთაისის #59 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ავთანდილ ოსეფაიშვილი.
შეგახსენებთ, რომ საოლქო საარჩევნო კომისიაში განცხადებების შეტანა გუშინ, 19 აგვისტოს დაიწყო და 3 სექტემბრამდე გაგრძელდება.
ავტორი: თეკლა მორგოშია
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 34.92%
გაუარესდა - 53.17%
არ შეცვლილა - 11.9%
სულ - 126 ხმა




16:05
13:33
12:21
16:16
14:41
















