„ქუთაისის მერიაში პრემიების გაპროტესტება მგლის თავზე სახარების წაკითხვაა„
პარტია „თავისუფალი საქართველოს„იმერეთის ბიუროს თავმჯდომარე გოგი წულაია, ქუთაისის მერიის თანამშრომლებისათვის პრემიების დარიგებას აპროტესტებს.
გოგი წულაია ამბობს, რომ იმ ფონზე, როდესაც ქუთაისის ბიუჯეტს პრობლემები აქვს, ხოლო სოციალურად დაუცველები ქალაქში ისევ შიმშილობენ, მერიის თანამშრომლებისათვის 400 000 ლარის ოდენობის პრემიების დარიგება სირცხვილია.
„მერიაში დარიგებულ პრემიებს წელს უკვე მესამეჯერ ვაპროტესტებ. კარგად ვიცი, რომ ჩემი პროტესტი მგლის თავზე სახარების წაკითხვაა, მაგრამ არ შეიძლება მსგავსი ამორალურობა არ გავაკრიტიკო„ – ამბობს გოგი წულაია.
"თავისუფალი საქართველოს" წარმომადგენელი კოალიცია "ქართულ ოცნებას" მიმართავს, მერიაში უსამართლოდ დარიგებულ პრემიებს კონტროლი გაუწიოს.
"ხდება იგივე, რაც აქამდე ხდებოდა. კოალიციის წევრებმა, კეთილი ინებონ და დაგვანახონ განსხვავება მათსა და "ნაციონალებს" შორის," – ამბობს გოგი წულაია.
შეგახსენებთ, რომ მერიაში პრემიები მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით დარიგდა.
ავტორი: ანა ჯანაშია
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 59.09%
არა - 40.91%
არ ვიცი - 0%
სულ - 22 ხმა