უსამართლო გადაწყვეტილება იქნა მიღებული – მერიის ყოფილი თანამშრომელი დავას სააპელაციოში აგრძელებს
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ქუთაისის მერიის პრესსამსახურის ყოფილი მთავარი სპეციალისტის, თეონა ჭეიშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, სასამართლო ვერ ჩაერევა მერიის ადმინისტრაციულ წარმოებაში, რომლის საფუძველზეც, მთავარი სპეციალისტი სამსახურიდან იქნა გათავისუფლებული.
თუმცა, დაცვის მხარე თვლის, რომ სასამართლოს მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილება შესაძლოა გასაჩივრდეს.
"ვფიქრობთ, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრებაა საჭირო, რადგან არსებობს მისი ბათილობის საფუძველი," – ამბობს თეონა ჭეიშვილის იურისტი, თეონა ზაქარაშვილი.
"ვთვლი რომ უსამართლო გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომელსაც აუცილებად გავასაჩივრებ სააპელაციო სასამართლოში," – ამბობს თეონა ჭეიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ჭეიშვილი, რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებული სხვა პირების მსგავსად, სამსახურში აღდგენას და განაცდურის ანაზღაურებას მოითხოვს.
დღესვე სასამრთლო გადაწყვეტილებას მერიიდან გათავისუფლებული მერის ყოფილი თანაშემწის საქმეზც მიღებს. შოთა კოჩაძის პროცესი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 17 საათზე გაიმართება.
ავტორი: ანა ჯანაშია
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 59.09%
არა - 40.91%
არ ვიცი - 0%
სულ - 22 ხმა