|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერის მხარდამჭერი – თუკი ხვალ იმპიჩმენტი გამოცხადდება, მერიის წინ ჩემი სისხლი დაიღვრება

ქუთაისის მერს, დიმიტრი კოპალიანს მხარდამჭერები მოუწოდებენ,  განცხადება არ დაწეროს და არ დატოვოს დაკავებული თანამდებობა.

"სირცხვილია, კოპალიანისნაირი პატიოსანი მერი თანამდებობიდან იმპიჩმენტით გაუშვან. სირცხვილია, ისევ გოჩა თევდორაძეს მიეცეს ადგილობრვი თვითმმართველობის მართვის სადავეები. თუკი ხვალ მოხდება ქალაქის მერისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება, გპირდებით, რომ მერიის წინ ჩემი სისხლი გაიღვრება. არ მინდა, ის ხანა განმეორდეს, როდესაც გოჩა თევდორაძეს უთანხმებდნენ, მერიაში დამლაგებელი ვინ უნდა ყოფილიყო" – აცხადებს დიმიტრი კოპალიანის მხარდამჭერი, ქუთაისში მცხოვრები, მარინა დახუნდარიძე.
დახუნდარიძემ, სხვა მხარდამჭერებთან ერთად, მოუწოდა დიმიტრი კოპალიანს არ დატოვოს ქალაქი.
შეგახსენებთ, რომ ხვალ ქუთაისის მერის დიმიტრი კოპალიანის იმპიჩმნენტი მზადდება.  საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მღვდელაძის განცხადებით, კოპალიანი თანამდებობას ტოვებს და ის სხვა უწყებაში გადადის.

ავტორი: თეკლა მორგოშია