ქუთაისის ნაგავსაყრელი მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას გადაეცა
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მდებარე ნაგავსაყრელი ექსპლოატაციაში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინსირტროს, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას გადაეცა.
ნიკეას ქუჩაზე მდებარე ნაგავსაყრელზე, ნარჩენების გადამუშავების სამუშაოების დასათვალიერებლად, ამ წუთებში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტქრუქტურის წარმომადგენლებს ელოდებიან.
აღნიშნული ნაგავსაყრელის მოსაწესრიგებლად, მიმდინარე
წელს, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას შემდეგი სამუშაოები აქვს დაგეგმილი: ნაგავსაყრელზე განთავსებული ნარჩენების გადაადგილება განასაზღვრულ უჯრედში, კომპაქტურად დატკეპვნა და საიზოლაციო მიწის ფენებით დაფარვა, სანიაღვრე წყლების არინების სისტემების შექმნა, ნაგავსაყრელის შემოღობვა, სასწორების დამონტაჟება და სახანძრო ფარის მოწყობა.
გარდა
ჩამოთვლილი სამუშაოებისა, მყარი ნარჩენების კომპანიამ ქუთაისში, ასევე საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონთან მდებარე, მდინარე „რიონის“ ჭალა – კალაპოტის სანაპირო ზოლის ნაპირსამაგრი სამუშაოების უნდა განახორციელოს.
ავტორი: თეკლა მორგოშია