|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მანგანუმის მოპოვებისთვის დაწესებული მოსაკრებელი შესაძლოა გაიზარდოს - bpn

მანგანუმის მოპოვებისთვის დაწესებული მოსაკრებელი შესაძლოა, გაიზარდოს. შესაბამისი საკანონმდებლო წინადადებით პარლამენტს ჭიათურის მაჟორიტარმა მალხაზ წერეთელმა მიმართა. 
"ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის შესახებ" კანონის თანახმად, 1 ტონა 1%-იანი შემცველობით მანგანუმზე მოსაკრებელი დღეისათვის 0.012 ლარია. პარლამენტში ინიცირებული პროქტის მიხედვით კი, მოსაკრებლის ეს ოდენობა 0.25 ლარამდე იზრდება.

როგორც ინიციატივის ავტორი განმარტავს, მანგანუმი ამოწურვად რესურსს წარმოადგენს და მნიშვნელოვანია მისი მოპოვებისთვის ისეთი მოსაკრებელი განისაზღვროს, რომელიც ადეკვატური და სამართლიანი იქნება ღირებულებასთან და მოთხოვნასთან მიმართებაში. მისივე თქმით, თავის დროზე გადასახადი ხელოვნურად შემცირდა, რაც მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე უაყოფითად აისახა.

www.bpn.ge

ავტორი: ნიუპრესი