ლანჩხუთში მოსახლეობას საქონელს ყოველდღიურად პარავენ
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, მოსახლეობას ყოველდღიურად საქონელს პარავენ.
აღნიშნულის შესახებ newpress.ge – ადგილობრივმა მოსახლეობამ აცნობა.
„სოფელ ნიგვზიანში, სოციალურად დაუცველ, კახა ხელაძის ოჯახს, ახლახან ძროხა,
ხბოსთან ერთად, მოპარეს,“ – ამბობს ლანჩხუთში მცხოვრები ლადო აფხაზავა.
მისივე თქმით, გახშირებული ქურდობის გამო, მოსახლეობა უკვე გაუსაძლის მდგომარეობაშია.
თუმცა დახმარების აღმოჩენას მათთვის ვერც გამგეობა და ვერც საპატრულო პოლიცია ახერხებს.
ავტორი: ანა ჯანაშია
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.11%
გაუარესდა - 53.44%
არ შეცვლილა - 11.45%
სულ - 131 ხმა



13:08
11:18
11:17
11:11
19:33
















