|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სერვისების განვითარების სააგენტომ რეგისტრაციიდან მოხსნილი მოქალაქეების სია გამოაქვეყა

დღეიდან, სერვისების განვითარების სააგენტოს ოფიციალურ ვებ–გვერდზე  www.sda.gov.ge, რეგისტრაციიდან მოხსნილი პირების სრული სია გამოქვეყნდა.

 

რეგისტრაციიდან მოხსნილი პირი საარჩევნო სიაში იმ შემთხვევაში მოხვდება, თუ რეგისტრაციას 2013 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით გაივლის. ამასთან, როგორც სერვისების სააგენტოში აცხადებენ, ის მიიღებს პირადობის ახალ მოწმობას უფასოდ და გათავისუფლდება რეგისტრაციის წესების დარღვევის გამო დაწესებული ჯარიმისაგან (5 ლარი).

 

"ამ აქციას მიმდინარე წლის 21 აგვისტოს ძალაში შესული „საქართველოს საარჩევნოკოდექსის“ ცვლილების საფუძველზე, იუსტიციის სამინისტროს სსიპ-ები, სერვისებისგანვითარების სააგენტო და  იუსტიციის სახლი განახორციელებენ" – აცხადებენ სერვისების სააგენტოში.

 

აღსანიშნავია, რომ  „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 1854-ე მუხლის მიხედვით, ამომრჩეველი, რომელიც მოიხსნა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან ან რომლის რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სააგენტოს გადაწყვეტილებით, საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 27 ოქტომბრის არჩევნებში ხმას აძლევს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციას გაივლის 2013 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით.

ავტორი: ნიუპრესი