|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კოლხური შადრევნის დემონტაჟს არავინ აპირებს – კეთილმოწყობის სამსახურის პასუხი გავრცელებულ ინფორმაციაზე

ქუთაისში, ცენტრაულ მოედანზე მდებარე ე.წ კოლხური შადრევნის დემონტაჟს არავინ აპირებს. ამის შესახებ, ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა,  ზურაბ ზამბახიძემ newpress.ge–ისთან საუბარში განმარტა.

"კოლხურის შადრევნის დემონტაჯის საკითხი ჩვენს სამსახურში საუბრის დონეზეც არ ყოფილა. ასეთი რამ თქვენგან მესმის პირველად", – ამბობს ზურაბ ზამბახიძე.
შეგახსენებთ, რომ კოლხური შადრევნის დემონტაჯის შესახებ ინფორმაცია დღეს მედიასაშუალებით გავრცელდა, რომლის თანახმად, შადრევნის დემონტაჟს მერიის ქალაქდაგეგმარებისა და ურბანული განვითარების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლი გეგმავს. 
შეგახსენებთ, რომ ქალაქის ცენტრაულ მოედანზე კოლხური შადრევანი ქალაქის ცენტრალური ნაწილის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის ფარგლებში, 2012 წელს გაიხსნა. 

ავტორი: თეკლა მორგოშია