ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე წვიმს
ქუთაისის საკრებულოს დარბაზში, სადაც ამ წუთებში სხდომა მიმდინარეობს წყალი ჩამოვიდა. თუმცა, ამის მიუხედავად სხდომა მაინც გრძელდება.
დღევანდელ, რიგით 33–ე სხდომაზე ქუთაისის მერიის ოთხი სამსახურის – ტრანსპორტის, ინფრასტრუქტურის განვითარების და კეთილმოწყობის, საფინანსო–სარევიზიო და ეკონომიკის სამსახურების 8 თვის მუშაობიბს ანგარიშის წარდგენა მიმდინარეობს.
ქუთაისის მერიის ტრასნპორტის სამსახურის უფროსმა ანაგარიში უკვე წარადგინა. აღნიშნული ანგარიში კი საკრებულოს "ნაციონალმა" დეპუტატებმა დაიწუნეს.
"სამსახურის უფროსი აზრზე არ არის, თუ როგორ უნდა წარმოადგინოს ანგარიში," – განაცხადა საკრებულოს "ნაციონალმა" დეპუტატმა გია უკლებამ.
ავტორი: თეკლა მორგოშია
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 59.09%
არა - 40.91%
არ ვიცი - 0%
სულ - 22 ხმა