|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვანო მერაბიშვილს სასამართლო დარბაზში მხარდამჭერები ტაშით შეხვდნენ

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზში ვანო მერაბიშვილის პროცესი უკვე დაიწყო. 

დარბაზში შესულ ყოფილ პრემიერ–მინისტრს, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები, ტაშით  შეხვდნენ.

სასამართლო პროცესზე მერაბიშვილის მხარდასაჭრად "ნაციონალური მოძრაობის" წევრები – გია თევდორაძე, კობა სუბელიანი, დავით დარჩიაშვილი და გოკა გაბაშვილი იმყოფებიან.

ამ წუთებში მერაბიშვილის ადვოკატებმა აღკვეთის ღონისძიების გაუქმების შუამდგომლობა დააყენეს.  

ავტორი: თეკლა მორგოშია

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა