ცესკო–მ ფოტო-ვიდეო გადაღების რეგულაციასთან დაკავშირებით ახალი გადაწყვეტილება მიიღო
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ფოტო-ვიდეო გადაღების რეგულაციასთან დაკავშირებით რიგი აკრძალვები გააუქმა.
კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილებიდან ამოღებულია პირველი მუხლის მეორე პუნქტი, რომლის მიხედვითაც ”დაუშვებელია კენჭისყრის შენობაში კენჭისყრის კაბინის ფოტო-ვიდეო გადაღება”. ცესკოში განმარტავენ, რომ საარჩევნო კოდექსის მერვე მუხლის 25-ე პუნქტი (”კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს, კენჭისყრის კაბინის გარდა, საარჩევნო პროცესისთვის ხელის შეშლის გარეშე, შეუძლიათ აწარმოონ ფოტო-ვიდეო გადაღება”), კენჭისყრის შენობაში კენჭისყრის კაბინის ფოტო-ვიდეო გადაღების აკრძალვის საკითხს ისედაც არეგულირებს.
კომისიამ ასევე გადაწყვიტა გააუქმოს დადგენილების რეგულუაცია, რომლის მიხედვითაც კენჭისყრის შენობის დატოვების შემთხვევაში უფლებამოსილი პირი კარგავდა შენობაში დაბრუნების უფლებას (მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი).
ამავე დადგენილების მეორე მუხლის მე-2 პუნქტი კი ახალი რედაქციით ყალიბდება: ”მინიმალური მანძილი ნებისმიერი პირისთვის ფოტო-ვიდეო გადასაღებად უნდა იყოს არანაკლებ 3 მეტრით დაშორებული გადაღების სუბიექტიდან/ობიექტიდან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კენჭყისყრის შენობა არ იძლევა 3 მეტრიანი დისტანციის დაცვის საშუალებას. ასეთ შემთხვევაში გადასაღებ ადგილს განსაზღვრავს შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე”.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 34.92%
გაუარესდა - 53.17%
არ შეცვლილა - 11.9%
სულ - 126 ხმა



12:21
16:16
14:41
11:37
06:00
















