|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვანო მერაბიშვილის სასამართლო პროცესზე ფოტო გადაღება აკრძალეს

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, სადაც ყოფილი პრემიერ მინისტრის ვანო მერაბიშვილისა და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის საქმის განხილვა დაიწყო, ფოტო გადაღება აკრძალეს.
აღნიშნული აკრძალვა მოსამართლე ნათია ბარბაქაძის გადაწყვეტილებით დაწესდა. 
შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის პროცესებზე ფოტო გადაღება, სასამართლოსთვის წინასწარი მიმართვის შემთხვევაში ნებადართული იყო. მაშინ ბრალდებულთა საქმის მოსამართე თეიმურაზ დგვარელი გახლდათ.

ავტორი: თეკლა მორგოშია