მოსამართლემ ვანო მერაბიშვილის პროცესი დაცვის მხარის მოთხოვნით გადადო
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის პროცესი, სადაც ბრალდების მხარის 6 მოწმე უნდა დაკითხულიყო, გადაიდო.
ამის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლე ნატია ბარბაქაძემ მიიღო.
"ეს გადაწყვეტილება მივიღე არა იმიტომ, რომ ბრალდების მხარემ არ მიაწოდა დაცვის მხარეს დასაკით მოწმეთა სია. უბრალოდ, ორივე მხარეს უნდა ჰქონდეს იმის საშუალება, რომ დაიცვან თავიანთი პოზიცია. ამ ერთხელ გადავდებ სასამართლო პროცესს. თუმცა სხვა შემთხვევაში დაცვის მხარეს ვთხოვ უფრო მეტად დაასაბუთოს პროცესის გადადების უცილებლობა," - განაცხადა მოსამართლე ნათია ბარბაქაძემ.
ჭიაბერაშვილსა და მერაბიშვილის საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესები, მიმდინარე წლის 21, 24, 28 და 30 ოქტომბერს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ პროცესის გადადება დღეს დაცვის მხარემ ითხოვა.
ავტორი: თეკლა მორგოშია
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 59.09%
არა - 40.91%
არ ვიცი - 0%
სულ - 22 ხმა