ქუთაისში კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შესულ შენობაში ხე ამოვიდა
ქუთაისში, თამარ–მეფის ქუჩაზე მდებარე ყოფილი საგრენაჟო ქარხანა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სუნხაშია შესული.
კანონმდებლობის მიხედვით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის განმახორციელებელი ერთ-ერთი ორგანო ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობაა. თუმცა, ყოფილი საგრენაჟო ქარხნის შენობა თვითმმართველობისგან დიდი ხანია მიტოვებული და მივიწყებულია.
ქუთაისში კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შესული 217 შენობიდან, 150 კერძო საკუთრებას წარმოადგენს. შენობების კერძო მეპატრონეებს აქვთ გარკვეული მოვალეობანი, რომელთა დარღვევის შემთხვევაში მათ საჯარიმო სანქციები დაეკისრებათ.
მიტოვებული და გაპარტახებული საგრენაჟო ქარხნის შემთხვევაში, თუ ვის დაეკისრება პასუხისმგებლობა უცნობია.
როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, აღნიშნული შენობა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა. თუმცა, ეს უკანასკნელი შენობის მოვლა–პატრონობას ინვესტორისგან ელოდება.
ავტორი: დეა მანაგაძე